ინტერნეტში უსაფრთხოდ მუშაობის წესები

 

  • 1.არ გასცეთ პირადი ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამსახურების დასახელებები და ტელეფონები, თქვენი სკოლის მისამართი და ნომერი ან დასახელება, მშობლის ნებართვის გარეშე.

  • 2. არ გაუგზავნოთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს თქვენი ფოტო ან რაიმე სხვა საბუთი თქვენს მშობლებთან შეთანხმების გარეშე. იყავით ფრთხილი, რადგან ვიღაცამ თქვენი ფოტოები შეიძლება ბოროტად გამოიყენოს.

  • 3. არ დათანხმდეთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას თქვენი მშობლების თანხმობის გარეშე. თუკი თქვენი მშობლები შეხვედრის ნებას დაგრთავენ, ამ ადამიანს ხალხმრავალ ადგილას შეხვდით და შეხვედრაზე მშობლებთან ერთად წადით.

  • 4. არ უპასუხოთ ისეთ მესიჯებს, კომენტარებს, რომლებიც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, აგაფორიაქებთ. თუ ვინმე ასეთ მესიჯს გამოგიგზავნით, ეს თქვენი ბრალი არაა და მაშინვე მოუყევით ამის შესახებ თქვენს მშობლებს.
  • 5. არ დადოთ ინტერნეტში თქვენი ან თქვენი მეგობრების უხერხული, გამომწვევი ფოტოები. ეს ცუდი ადამიანების, მოძალადეების ყურადღებას მიიპყრობს.
  • 6. მაშინვე უთხარით მშობლებს, თუკი ისეთ ინფორმაციას გადააწყდებით, რომელიც თავს ცუდად, გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, შეგაშფოთებთ, შეგაშინებთ, უხერხულობას გაგიჩენთ.
  • 7. აუცილებლად დაეკითხეთ ნებართვა თქვენს მშობელს, მასწავლებელს, სანამ ახალ პროგრამას, რაიმე თამაშს გადმოიწერდეთ, ან რამე ისეთს გააკეთებდეთ, რამაც შეიძლება თქვენი კომპიუტერი დააზიანოს, თქვენ ან თქვენი ოჯახის პირად ინფორმაციას საფრთხე შეუქმნას.
  • 8. დაიცავით ოჯახის წესები - მშობლებთან შეათანხმეთ დღე, დრო, ხანგრძლივობა, თუ როდის და რამდენ ხანს შეიძლება ინტერნეტით სარგებლობა, ასევე - რომელ საიტებზე შეიძლება შესვლა.
  • 9. ინტერნეტსივრცეში იყავით მოწესრიგებული ადამიანი - არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მოუტანს ან რაც კანონის დარღვევად, დანაშაულად ითვლება.
  • 10. თქვენი მშობლების გარდა, არავის გაუმხილოთ თქვენი ინტერნეტ „პაროლები“.
მუშაობის დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით შეფასების კრიტერიუმებს

No comments:

Post a Comment