გაკვეთილის გეგმა და შეფასების რუბლიკა

შეფასების რუბლიკა თემისთვის:

პირობითი ნიშნების გამოყენება კომპიუტერულ პროგრამებში.

 მე-5 კლასი

"შექმენი კროსვორდი აიქონების გამოყენებით"

კრიტერიუმები

 

შეფასების პირობები

მაღალი

საშვალო

დაბალი

კრეატიულობა

·        უნიკალური და საინტერესო კროსფორდი

·        აიქონების ორიგინალური გამოყენება

·        გამოგენებითი მიდგომა

კროსფორდი უნიკალურია, გამოიყენა ორიგინალულური აიქონები და აქვს გამოგონებითი მიდგომა

კრისფორდი საინტერესოა, სწორედ გამოიყენა არსებული აიქონები

შერჩეული აიქონები არის მარტივი და შაბლონური

ტექნიკური სისწორე

 

·        სიტყვების სისწორე

·        აიქონების მართებული შერჩევა

·        კროსვორდის სტრუქტურის გამართულობა

 

სიტყვები სწორად არის შერჩეული აიქონების მიხედვით, სტრუქტურულად გამართულია

სიტყვები ნაწილობრივ სწორად არ არის შერჩეული აიქონების მიხედვით, სტრუქტურულად გამართულია

სიტყვები სწორად არ არის შერჩეული აიქონების მიხედვით, სტრუქტურულად გაუმარტავია

სირთულე

·        კითხვების მრავალფეროვნება

·        სხვადასხვა დონის კითხვები

·        საინტერესო თემატიკა

 

კროსფორდი მრალაფეროვანია, სხვადასხვა დონის კითხვებია, თემატიკა გამოკვეთილია და სინტერესოა

კროსფორდი საშვალო სირთულისაა, საშვალო დონის კითხვებია, თემატიკა გამოკვეთილია

კროსფორდი მარტივია სხვადასხვა დონის კითხვებია,თემატიკა მარტივია

დიზაინი

·        გრაფიკული გაფორმება

·        აიქონების ხარისხი

 

გრაფიკულად კარგადაა გაფორმებული

აიქონების ხარისხი მაღალია

გრაფიკულად საშვალოდ არის გაფორმებული,

დიზაინი არა აქვს

 



გაკვეთილის მთავარი თემა
ტექსტურ რედაქტორი  MS Word.
გაკვეთილი19 ფიგურები MS Word- ში
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, 5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 30 მოსწავლეა, განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მოსწავლეები არ არიან
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია იმით რომ, შეისწავლიან ტექსტურ დოკუმენტში გრაფიკული ელემენტების გამოყენებას. ილუსტრირებულ დოკუმენტის შექმნას. ფიგურებზე მუშაობის უნარ-ჩვევა განუვითარდებათ.
·         მოსწავლეები გაიმეორებენ Paint პროგრამაში ფიგურების ჩასმას და განიმტკიცებენ წინა თემას ტექსტის დაფორმატება
·         მოსწავავლეს ეცოდინება: ფიგურების საშვალებით დოკუმენტის გაფორმება , სქემებისა და ნახატების შედგენა
·         როგორ ჩავსვათ ფიგურა დოკუმენტში
·          რისთვის არის საჭირო ფიგურების მონიშვნა
·         ფიგურების გადაადგილება, კოპირება და ზომის შეცვლა
·         ფიგურის მარკერების დანიშნულება
·         როგორ მოვაბრუნოთ ფიგურა და შეუცვალოთ ფორმა
ეცოდინება როგორ დავაწეროთ ტექსტი ფიგურას და ადეკვატურად გამოიყენოს მისი დაფორმატებისთვის ნაცნობი წესი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. V.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას
ის ტექნ. V. 6.  მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
მოსწავლე:
·         ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის კომბინირებას ციფრული მასალის შექმნისას;
·         იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას (მაგალითად: რიცხვითი მიმდევრობა, ფიგურების განლაგება);
იყენებს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშუალების შესაძლებლობებს ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯო­ბესებლად (მაგალითად: ტექსტურ რედაქტორში ასოების ზომების,
·         სტილისა და ფერის შერჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა);
·         იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ იცის paint  პროგრამაში ფიგურების ჩასმა.   ტექსტურ რედაქტორში  მუშაობის ელემენტები
ტექსტის შეტანა. ტექსტის რედაქტირება.კოპირება ამოჭრა და ჩასმა.
შესრულებული მოქმედების გაუქმება და აღდგენა. სიმბოლოების ჩასმა. ტექსტის დაფორმატება. დოკუმენტის შენახვა/გამოძახება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლე შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით.
დაკვირვებით. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,  კომპიუტერები,   პროექტორი
სასწავლო მასალა
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები(2წთ)
განვლილი მასალის გამეორება კითხვებით(5 წთ)
ა)მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გახსნან ხატვის პროგრამა და ფიგურების საშვალებით დახატონ ხე. (5 წთ)
ბ)მასწავლებელი მოსწავლეებს ტექსტურ რედაქტორში შესაბამის ინსტრუმენტებს აცნობს ფიგურების შესახებ, აძლევს სრულ ინსტრუქციას თანმიმდევრულად თუ როგორ შეაასრულონ სახელმძღვანელოში მოცემული დავალება(ფიგურების საშვალებით ააწყონ სახლი, ნაძვის ხე და ქუდი) ასრულებენ შემდეგ მოქმედებებს ზომის შეცვლა, ფერის შეცვლა, გადაადგილება და გამრავლება.
მასწავლებელი აცნობს მარკერების დანიშნულებას (ლურჯი, ყვითელი და მწვანე მარკერები) და უხსნის თუ როგორ უნდა ჩავწეროთ ტექსტი ფიგურაში
მასწავლებელი მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეებს სთხოვს გააკეთონ:
1.   აღწერითი პარადაგმა.  დოკუმენტში ჩასვან წრე, რომელშიც წერია „ფიგურა“ და ისრებით დაუკავშირონ სხვა ფიგურები, სადაც ჩაწერენ თუ რა მოქმედებები ისწავლეს ფიგურის შესახებ
2.   გააკეთონ ანალოგიების სქემა მოქმედებების შესაბამისი ბრძანებების(19წთ)
გ)სახელმძვანელოში მოცემული სავარჯიშოებზე მუშაობა. მოსწავლეები ასრულებენ პარაგრაფის თანდართულ სავარჯიშოებს.(12წთ)
შაფასება და შეჯამება(2წთ)
გაკვეთილი ტარდება“ სწავლა -კეთებით“ აქტივობის გამოყენებით


გაკვეთილის შეფასების რუბრიკა მიაბით ბოლოში
ფიგურები ტექსტურ რედაქტორში(მაქსიმსლური შეფასება 10 ქულა)


შეფასების კრიტერიუმები   
ფიგურის ჩასმა
მოსწავლემ არ იცის როგორ უნდა ჩასვას დოკუმენტში ფიგურა
მოსწავლემ  იცის  როგორ უნდა ჩასვას დოკუმენტში ფიგურა და ცდილობს  ჩასვა
მოსწავლემ  იცის  როგორ უნდა ჩასვას დოკუმენტში ფიგურა და   ჩასვა სწორად
(0 ქულა)
(0,5 ქულა)
(1 ქულა)
ფიგურია ზომა
მოსწავლემ არ იცის რომელი მარკერის საშვალებით უნდა შეცვალოს ფიგურის ზომა
მოსწავლემ იცის რომელი მარკერის საშვალებით უნდა შეცვალოს ფიგურის ზომა, მაგრამ ვერ ახერხებს სასურველი ზომის მიცემას
მოსწავლემ  იცის რომელი მარკერის საშვალებით უნდა შეცვალოს ფიგურის ზომა და აკეთებს შესაბამის ზომის ფიგურას
(0 ქულა)
(1 ქულა)
(2 ქულა)
ფიგურის ფორმის შეცვლა და შემობრუნება
მისწავლემ არ იცის ფიგურის ფორმის შეცვლა და შემობრუნება
მისწავლემ იცის ფიგურის ფორმის შეცვლა, თუმცა შესაბამისის   ფორმას ვერ  აძლევს
მისწავლემ იცის ფიგურის ფორმის შეცვლა, შესაბამისის   ფორმას   აძლევს
(0 ქულა)
(1 ქულა)
(2 ქულა)
მარკერების გამოყენება
მოსწავლემ არ იცის მარკერების დანიშნულება  და არ იცის გამოყენება .
მოსწავლემ იცის მარკერების დანიშნულება  და ვერ იყენებს
მოსწავლემ  იცის მარკერების დანიშნულება  და მას კარგად იყენებს
(0 ქულა)
(1 ქულა)
(2  ქულა)
ფიგურის მონიშვნა,  კოპირება, წაშლა და გადაადგიება
მოსწავლემ არ იცის ფიგურის მონიშვნა, კოპირება წაშლა და გადაადგიება
მოსწავლემ იცის ფიგურის მონიშვნა, კოპირება წაშლა და ვერ ახერხებს გადაადგიებას
მოსწავლემ იცის ფიგურის მონიშვნა, კოპირება წაშლა და  გადაადგიებას
(0 ქულა)
(1 ქულა)
(1.5 ქულა)
დავაწეროთ ტექსტი
ფიგურას და დავაფორმატოთ
მოსწავლემ არ იცის ტექსტის დაწერა ფიგურაზე და შესაბამისად დაფორმატება
მოსწავლემ იცის ტექსტის დაწერა ფიგურაზე და  ვერ აფორმატებს შესაბამისად
მოსწავლემ  იცის ტექსტის დაწერა ფიგურაზე და  აფორმატებს
შესაბამისად
(0 ქულა)
(1 ქულა)
(1.5 ქულა)
მოსწავლე გაკვეთილზე ფასდება ცალკეული კრიტერიუმის მიხედვით:
ფიგურის ჩასმა, ფიგურის ფორმის შეცვლა და შემობრუნება, ფიგურია ზომა, მარკერების გამოყენება, ფიგურის მონიშვნა,  კოპირება, წაშლა და გადაადგიება,  ტექსტის ჩასმა ფიგურაში და დაფორმატება.
თითეული კრიტერიუმში მიღებული ქულა ჯამდება და მიიღება  გაკვეთილის შეფასების ქულა


No comments:

Post a Comment